თევზაობისას დაღუპულ ჯამბულ ჯგერენაიას უშედეგოდ ეძებენ
შავ ზღვაში 21 მარტს თევზაობისას დაღუპულ 35 წლის ჯამბულ ჯგერენაიას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
“დაღუპულის ოჯახის წევრების თხოვნით საძიებო ღონისძიებებში ჩართულია სანაპირო დაცვის კატარღები, სათევზაო სეინერები და სხვა სამაშველო საშუალებები, თუმცა ამ დრომდე არანაირი შედეგი არ არის”, - განუცხადა “რეზიუმეს” ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეიმურაზ წურწუმიამ.
მისივე თქმით, ძიება თურქეთის საზღვრამდე ხორციელდება, რადგან, შესაძლოა, ზღვის დინებას ჯგერენაიას გვამი ამ მიმართულებით წაეღო.
ჯგერენაია, მეზობელთან სერგო ფაჩულიასთან ერთად 21 მარტს გვიან ღამით ღია ზღვაში სათევზაოდ გავიდა, უეცრად მოვარდნილმა შტორმა მათ ნავი გადაუბრუნა, რის შემდეგაც ფაჩულიამ ნაპირამდე გამოცურვა მოახერხა, ხოლო ჯგერენაია დაიხრჩო.

Комментариев нет:
Отправить комментарий