სოციალურად შეჭირვებული ფენის სამედიცინო დაზღვევას ფოთში კომპანია „ირაო“ განახორციელებს
სოციალურად შეჭირვებული ფენის სამედიცინო დაზღვევას ფოთში სადაზღვევო კომპანია „ირაო“ განახორციელებს.
კომპანია სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეარჩია. როგორც ირკვევა, „ირაოს“ მიერ წარდგენილ პაკეტში კომისიისთვის მიმზიდველი მშობიარეთა დაფინანსების პირობა აღმოჩნდა. სადაზღვევო კომპანია „ირაო“ ვალდებულებას იღებს თითეული შეჭირვებული ორსული 400 ლარით დააფინანსოს.
როგორც “რეზიუმეს“ ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში განუცხადეს, სოციალურად შეჭირვებული ფენის სამედიცინო დაზღვევას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 –ათასი ლარი მოხმარდება. პროგრამა 800 ადამიანზეა გათვლილი. სადაზღვევო კომპანია, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დეკემბრის ჩათვლით სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს მოემსახურება, ფასთა კოტირებით შეირჩა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ნუსხა ტერიტორიული მართვის ორგანოებმა ჯანდაცვის სამსახურში უნდა წარადგინონ.