
მე-2 საჯარო სკოლა გარემონტდება
იაკობ გოგებაშვილის მეგა პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფოთში მე-2 საჯარო სკოლის გარემონტებას გეგმავს. სავარაუდოდ იგი მიმდინარე წლის სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება და ახალი სასწავლო პროცესის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს. მე-2 საჯარო სკოლას 700 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაუტარედება, განათლების სამინისტრო 2013 წლამდე საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის გარემონტებას ევრო სტანდარტების შესაბამისად გეგმავს.
Комментариев нет:
Отправить комментарий