ჩვენთან ყოველთვის იპოვით იმას, რასაც ეძებთ!

понедельник, 30 марта 2009 г.


არაბულმა კომპანიამ ფოთში განსახორციელებელი პროექტი შეაჩერა

არაბულმა კომპანიამ “გლობალ ჯენერალ თრეიდინგი”, რომელსაც ფოთში ზღვის სანაპიროზე დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი უნდა აეშენებინა, პროექტი შეაჩერა. ამის შესახებ “რეზიუმეს” ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეიმურაზ წურწუმიამ განუცხადა. 
არსებული ინფორმაციით, კომპანია კომპლექსის მშენებლობისთვის 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას 5 წლის განმავლობაში აპირებდა, საიდანაც მიწის შეძენის ფასი 80 მილიონ დოლარს შეადგენდა. 
“პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია და არა გაუქმებული. ხელმოწერილია ხელშეკრულება, რომელიც მიწის შეძენას და მასში 80 მილიონი დოლარის გადახდას ითვალისწინებს. “გლობალ ჯენერალ თრეიდინგმა” ჩვენთან აქტიური თანამშრომლობა აგვისტოს ომის შემდეგ შეაჩერა”,-აცხადებს დეპუტატი.  
“გლობალ ჯენერალ თრეიდინგი” ერთ-ერთი არაბი შეიხის საკუთრებაა, კომპანია ფოთში ინვესტიციის ჩადებით 2008 წელს დაინტერესდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий