
ფოთმა ტრანსფერი მიიღო
ფოთმა ტრანსფერტის სახით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონ 250 ათასი ლარი მიიღო. ფოთის მერმა, საკრებულოს თანხის განკარგვის პროექტი უკვე გაუგზავნა. მერის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, 7 ქუჩის კაპიტალური მოასფალტებისთვის წელს 2 მილიონ 100 ათასი დაიხარჯება, 100 ათასი ლარი მოხმარდება 7 მაღალსართულიან კორპუსში ლიფტების რეაბილიტაციას. 25 ათასი ლარით კი ავარიული მე-11 საჯარო სკოლის შენობა გადაიხურება. თუ რომელი ქუჩები მოასფალტდება მიმდინარე წელს და რომელ კორპუსში მოხდება ლიფტების რეაბილიტაცია ამას საკრებულოს კომისიები გადაწყვეტენ. როგორც `რეზიუმეს~ ფოთის საკრებულოში განუცხადეს, აქცენტი იმ ქუჩებზე გაკეთდება, რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და ფოთის პორტამდე მისასვლელ გზებს წარმოადგენს.
Комментариев нет:
Отправить комментарий